„ხელი ავკარი მამაოს, რადგან მივხვდი, რომ ის შიგ საკურთხეველში ჩემთან სექსს ცდილობდა“

გიორგი გაბუნია მისი და სასულიერო პირის შესაძლო სექსუალურს კავშირის შესახებ ყვება და დეტალებსაც იხსენებს. “მთავარი არხის” ჟურნალისტი გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” ეთერში იხსენებს, ერთ-ერთი სასულიერო პირის სავარაუდო სექსუალური კავშირის შესახებ. ჟურნალისტის თქმით, ისტორია წმინდა გიორგის ერთ-ერთ ტაძარში დიდი ხნის წინ მოხდა. მისივე განმარტებით, სასულიერო პირი მის გარდა სხვა ახალგაზრდებთანაც აპირებდა სექსუალური სახის ურთიერთობის დამყარებას.
„ზოგმა შეიძლება იფიქროს რომ ეს მოვიგონე, მაგრამ არა – ეს სრული სიმართლეა!“ – დასძინა გაბუნიამ