ზურაბ გურული – თვითმკვლელობა ცოდვა არ არის, ის სულის გაყუჩებაა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი და ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი ზურაბ გურული საპატრიარქოს ამუნათებს და წერს, რომ თვითმკვლელობა ცოდვა არ არის და ის სულის დაყუჩებას ემსახურება.

“რატომ წვალობ პატივცემულო საპატრიარქოვ ასე კომიკურად, რომ თავი გაიმართლო ბავშვისთვის წესის ასაგებად?
არ არის სუიციდი ცოდვა. სუიციდი არის სულის აუტანელი ტკივილის გაყუჩება
-ტკივილი ყველაზე დიდი ბოროტებააო – წერდა ნეტარი ავგუსტინე. ასეა. ამიტომ ტკივილის გაყუჩების მცდელობა ვერ იქნება ცოდვა; მითუმეტეს სულის ტკივილის, ყველაზე აუტანელის და ყველაზე ძნელად გასაყუჩებელის.
ცოდვა ის არის, როცა სულის ტკივილის გასაყუჩებლად სხვა წამალი არ გააჩნია საზოგადოებას თუ მრევლს.
ამიტომ შეეშვით ამ მარაზმს, 21-ე საუკუნეა გარეთ. რელიგია რომ არ დალპეს დამდგარი წყალივით, უნდა მოძრაობდეს მუდმივად, ახლდებოდეს, მისდევდეს სამყაროს პროგრესს.
ნუ აწვალებთ ხალხსაც და ნუ წვალობთ თქვენც.
ამოიღეთ სუიციდი ცოდვების სიიდან. მიბაძეთ პროგრესულ ეკლესიებს.”- ურჩევს საპატრიარქოს ზურაბ გურული.