რონალდო რომარიოსა და პელეს შემდეგ მესამეა

პორტუგალიელ ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატში უკვე 40 გოლი დაუგროვდა, „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირზე კი 70 მატჩში 50 გოლი.

გარდა ამისა, კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 721-ე და 722-ე გოლები გაიტანა. ამის წყალობით, მან გაუსწრო ლეგენდარულ გერმანელს გერდ მიულერს ოფიციალურ ტურნირებში გატანილი გოლებით. ახლა, რონალდოს მესამე ადგილი ადგილი უკავია შესაბამის სიაში და ჩამორჩება მხოლოდ ბრაზილიელებს – რომარიოსა (734) და პელეს (767).