ბათუმის სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის სტადიონის გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. სამუშაოთა დიდი ნაწილი შესრულებულია. ახლა დარჩენილია ბოლო სამუშაოები, რომლის შემდეგაც საქართველოს ახალი სტადიონი ექნება.

„შპს სტადიონის“ (რომელიც ახალი არენის მშენებლობისთვის აჭარის მთავრობამ საგანგებოდ დააფუძნა) ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ობიექტზე გარე განათების სისტების ტესტირება მიმდინარეობს.

„განათების ფერები, მოძრაობა და ანიმაცია დამოკიდებულია ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე. მისი უნივერსალურობა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესაბამისი გარე განათება შევუხამოთ” – წერია „შპს სტადიონის” ოფიციალურ ვებგვერდზე.