გუბაზ სანიკიძე იზიარებს სააკაშვილის მოსაზრებას გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის შექმნის შესახებ

„მე რამდენადაც გავიგე ეს არის პოლიტიკური ბანაკის შექმნის სურვილი, სადაც გარდა პოლიტიკური პარტიებისა, იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცალკეული პიროვნებები, ანუ დიდი პოლიტიკური ბანაკის შექმნასთან დაკავშირებით საუბრობს, ალბათ. ამ ბანაკის მიზანი უნდა იყოს არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება. ჩემი დამოკიდებულება და ჩემი მოსაზრებები, სხვათა შორის, ძალიან დაახლოებულია ამ აზრთან, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა, ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, როდესაც მე მას კიევში შევხვდი, რაღაც მაგგვარზე გვქონდა საუბარი, რომ უნდა გაკეთდეს დიდი ზეპარტიული მოძრაობა – პოლიტიკური ბანაკი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ სააკაშვილის ინიციატივასტან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილმა დღეს დაანონსა, რომ 1 მარტს საკუთარი სახელობის ბიბლიოთეკაში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის შექმნას აპირებს.