მუსიკისა და დრამის თეატრში დათო ევგენიძის კომპოზიციების მიხედვით სპექტაკლი “ეგზერსისი” წარმოადგინეს

თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლი „ეგზერსისი“ წარმოადგინეს. სპექტაკლი აგებულია კომპოზიტორ დავით ევგენიძის მუსიკალურ და პოეტურ ნაწარმოებებზე და მის გრაფიკულ ნახატებზე. ეს წარმოდგენა ერთგვარად ზღვრული თეატრალური ნამუშევარია, რომელიც ერთიან სისტემად უჩვენებს მაყურებელს ბგერის, პლასტიკის, სიტყვის, კინო და თეატრალური ხერხების საშუალებით ადამიანის ცხოვრებას. სპექტაკლის რეჟისორი მანანა ბერიკაშვილია, ხოლო ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი. ვიზუალურ გაფორმებაში გამოყენებულია მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები. სპექტაკლ „ეგზერსისის“ პრემიერა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურული პროგრამის ფარგლებში, Kunstlerhaus Mousontun-ის სცენაზე შედგა.