ტაილანდის სავაჭრო ცენტრში სამხედრო მოსამსახურემ ტერაქტი მოაწყო

ტაილანდის სავაჭრო ცენტრში შეირაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ქვეყნის არმიაში სნაიპერად მსახურობს, შენობის მეოთხე სართულზე 21 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

თავდამსხმელის განეიტრალების მიზნით, ქალაქ ნახონ რატჩასიმაში, პოლიციის და არმიის ერთობლივი ოპერაცია მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სროლას „ფეისბუქში“ პირდაპირ რეჟიმში გადასცემდა, თუმცა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ გვერდი მალევე დაბლოკა.