2 200 ლაიქი – ძირითადად რუსების და ინდოელების – ვინ ალაიქებს ნიკა გვარამიას სტატუსს?!

ნიკა გვარამია აღფრთოვანებით შეხვდა სააკაშვილის ახალ ინიციატივას სრულიად ოპოზიციის შტაბის შექმნის შესახებ და ვრცელი სტსტუსით “გააპრავა” ის, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ოპოზიციამ მოცემულ მომენტში სააკაშვილს და რატომ უნდა დათანხმდეს მის შტაბში შეკრებებს. “არ ვიცი, ვინ ვერ ხედავს პოლიტიკაში, არ ვიცი ვინ სად ხედავს, ზოგადად, არ მაინტერესებს ვინ როგორ უყურებს, მაგრამ ორი რამ ვიცი ზუსტად: 🛑 ეს კაცი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა და ყველაზე მასშტაბური ქართველი პოლიტიკოსია, 🛑 ამ კაცის გარეშე უზურპატორ ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ ჩამოვაშორებთ. ამ წუთას, მთავარი ზუსტად ისაა, ხელისუფლებიდან ვინ წავა. ასეთია ისტორიული რეალობა და მას უნდა მოვერგოთ და მოვიყვანოთ დრო, როცა მომსვლელი იქნება მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ არჩევის უფლება წართმეული გვაქვს და გადარჩევნები უნდა მოვაწყოთ, და არა არჩევნები! ამიტომაც, ხელისუფლებაში ვინ მოვა, ეს სპეკულაცია არც რელევანტურია და არც ადეკვატური. მით უფრო, რომ ეს არავის მოსაზრებებით და სურვილებით არ წყდება, ამას ამომრჩეველი წყვეტს ნორმალური არჩევნების გზით.” – გვარამიას ეს სტატუსი და მიხაეილ სააკაშვილსი ერის მამად გამოცხადება განსაკუთრებულად მოეწონათ საქართველოს არამოქალაქე პირებს და ალაიქეს და ალაიქეს გვარამიას სტატუსი.