ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები 23:10 დაამარცხეს

რაგბის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა ბორჯღალოსნებმა მადრიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს. საქართველოს ეროვნული გუნდი ფავორიტის სტატუსით თამაშობდა.  წლის პირველ შეხვედრა ბორჯღალოსნებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან „დინამო არენაზე“ გამართეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს -43:13; მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბელგიაში 22 თებერვალს გამართავს