გრანდიოზული შენობები არქიტექტურული მანიაკიზმის და ავტორიტარიზმის ნიშანია

დამსახურებული არქიტექტორი და თბილისის საპატიო მოქალაქე გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ ავტორიტარულ ლიდერებს ახასიათებს გრანდიოზული მსენებლობები. ამით ისინი ისტორიაში საკუთარი კვალის დატოვებას ცდილობენ. მაგალითისთვის ბათიაშვილს მუსოლინის, ჰიტლერის, სტალინის მცდელობები მოყავს და პარალელს სააკაშვილის გრანდიოზულ პროექტებთან ავლებს, რომელთა აშენებაც მრავალი მილიონი დაჯდა და ამჟამად მათი დატვირთვა, ან გაყიდვა ვერ ხერხდება.