ესპანური „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერის ერთერთ საუკეთესო სეზონს ატარებს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ლიდერი და ესპანური „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერის ერთერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

ესპანეთის „ლიგა ენდესაზე“ ვიტორიული გუნდი „ობრადორიოს“ საკუთარ არენაზე შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (83-69). შენგელია კი შესაძლოა 21-ე ტურის ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდეს.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 34:46 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 19 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 33 ერთეული შეადგინა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.