„ოსკარის“ 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ფილმისთვის ჯილდო სამხრეთ კორეულმა ფილმმა მოიპოვა

„ოსკარის“ 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ფილმის კატეგორიაში სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტმა“ გაიმარჯვა. ამავე ფილმის რეჟისორმა კი ჯილდო წლის რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა. ბონგ ჯუნ ჰომ ჯილდო მიიღო ასევე წლის ორიგინალური სცენარისთვისაც. „პარაზიტმა“ გაიმარჯვა წლის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც.

წლის მსახიობების კატეგორიაში მამაკაცებს შორის „ოსკარი“ ჰოაკინ ფენიქსმა ფილმში „ჯოკერი“ შესრულებული როლისთვის მიიღო, ხოლო ქალებს შორის რენე ზელვეგერმა ფილმისთვის „ჯუდი“. მსახიობ ბრეტ პიტს კვენტინ ტარანტინოს ფილმში, „ერთხელ ჰოლივუდში”, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადაეცა „ოსკარი“. ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი „ოსკარი“ ლორა დერნს ერგო, რომელიც ფილმში „ქორწინების ისტორია“ ადვოკატის როლს ასრულებს.