თორნიკე შენგელია “წლის გიგანტია”

თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას „წლის გიგანტია“. ესპანეთში კალათბურთის წლის შემაჯამებელ, საზეიმო ღონისძიებაზე „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოსა და ტიტულის მფლობელი გახდა. ესპანეთის კალათბურთის ლიგის „წლის გიგანტი“ ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულს ნიშნავს, რაც თორნიკე შენგელიასა და ქართული კალათბურთისთვის დიდი აღიარებაა. Premios Gigantes-ს დაჯილდოების ცერემონია მადრიდში გაიმართა. ქართველ კალათბურთელს პრესტიჟული ჯილდო ლიგა ენდესას ხელმძღვანელმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა პირადად გადასცა.