ლიტერატურული კონკურსი “ლიტერა” გამოცხადდა

მწერალთა სახლი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს აცხადებს. კონკურსი 6 ნომინაციაში ცხადდება: წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო რომანი, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა, წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი, წლის საუკეთესო დებიუტი. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს ფულადი პრემია 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა.