ბრიტანელი მხატვრის, დევიდ ჰოკნის ნახატი „შხეფი“ £23,1 მილიონად გაიყიდა

ცნობილი ბრიტანელი მხატვრის, დევიდ ჰოკნის ნახატი „შხეფი“ ლონდონის Sotheby’s-ის აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

უცნობმა კოლექციონერმა მასში 23,1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. „შხეფი“ ერთ-ერთია იმ ნამუშევართაგან, რომელიც მხატვარმა 1966-1977 წლებში ლოს-ანჟელესში დახატა.

82 წლის ჰოკნი თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელოვნად ითვლება. 2018 წელს მისი ნამუშევარი “მხატვრის პორტრეტი” 90,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.