საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციის დაკავებას 120 პირი ცდილობს

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე სულ 120 განცხადება შევიდა. პრეტენდენტების ვინაობა კონფიდენციალურია. განცხადებების მიღების ვადა  31 იანვარს ამოიწურა.საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კანდიდატთა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც შედის ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე – ოლივიერ რუსო. პროცედურების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეარჩიოს და დანიშნოს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ინიშნება 5 წლის ვადით. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდეა.