“ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროპარალამენტს უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნა შესთავაზეს

კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან მათ უკვე გამართეს რამდენიმე შეხვედრა. მერმა სტრასბურგში ვიზიტის მთავარ ასპექტებზე, Facebook-ზე, მიუნხენიდან პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა.


კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრების მიზანი ევროპარლამენტში, სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებისთვის, კომიტეტის წევრებისთვის, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდება იყო, რადგან „ხშირად ვრცელდება„ნაციონალური მოძრაობის“ ყალბ ნიუსები.


“შეხვედრები რომელიც გაიმართა მიმართული იყო მიგვეწოდებინა ინფორმაცია ევროპარლამენტის სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში რა პოლიტიკური პროცესები მიდის, ხშირად იყო შემთხვევები სადაც ჩვენ ვისმენდით არასწორ ინფორმაციებს, რომელიც დაფუძნებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” ფეიკ ნიუსებზე.


შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა: კითხვები დაისვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით; კითხვები ასევე იყო უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია და ავუხსენით ევროპარლამენტარებს, რომ საქმე ეხებოდა 50 მლნ-ის ქურდობას, რომლის მტკიცებულებებიც არსებობს, მათ შორის ვიდეო და სხვა. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ შეიქმნას ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებული მისია, რომელსაც ექნება შესაძლებლობა. რომ ჩამოვიდეს და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომ კითხვები არ დარჩეთ ამ ადამიანებს – ამ ინიციატივას კარგი შეფასებები მოჰყვა; მაშინვე გამოეხმაურნენ სოციალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და სხვა დეპუტატები“, – განაცხადა კახა კალაძემ.