ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. Al Jazeera-ს ინფორმაციით, K1 ბაზის მიმართულებით საერთო ჯამში სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვეს.

ამერიკული სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ამერიკელ სამხედროებს შორის დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან.

თავის მხრივ, პენტაგონში აღნიშნეს, რომ თავდასხმა პროირანულმა ძალებმა განახორციელეს, რაზეც მკაცრად უნდა აგონ პასუხი.