ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ცნობით, იწვის მუყაოს ყუთები და საბურავები.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის 5 ჯგუფი.