ბიზნესასოციაციას “შეშფოთების წერილები” არ აშფოთებს

ბიზნესასოციაციაში ამერიკელი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტის დეპუტატების შეშფოთებას ეკონომიკის მდოგომარეობის გამო არ იზიარებენ და ამბობენ, რომ 2019 წელი უკვეთესი იყო ბიზნესისათვის, ვიდრე 2018. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

“არ გვაშფოთებს, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად მსხვილი ორგანიზაცია გვაქვს, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი და მაჯისცემას მართლა კარგად ვგრძნობთ. ამას კვლევებიც აჩვენებს, რომ 2019 წელი უფრო კარგად არის შეფასებული ბიზნესის მხრიდან. ეს ძალიან პრაგმატული შეფასებაა, ეს არის კონფიდენციალური გამოკითხვა და ბიზნესმენები ამბობენ, ვინ რამდენი ინვესტიცია ჩადო, რამდენი სამუშაო ადგილი დაამატეს, როგორი ფინანსური შედეგები ჰქონდათ – 2019 უფრო კარგი იყო, ვიდრე 2018 წელი. ჩვენ ფინანსურ და ბიზნეს გეგმებს არ ვუკავშირებთ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ჩვენ 2020-შიც გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთბდით გასულ წლებში. მინდა ყველამ ეს კარგად გაიგოს და გავაგრძელებთ განვითარებას იმ კომპანიების, რომლებიც ჩვენ შევქმენით.” – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.