თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს.

შშს-ს ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებულ ა.კ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

დანაშული 5-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი “სუბუტექსი”, “ბუპრენორფინის” შემცველი ფხვნილი, 5 აბი “ექსტაზი” და 1 შეკვრა “მდმა”.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების “ა” ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების “ა” ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.