თბილისში მოპედის და ველოსიპედების მოპარვის ფაქტზე ერთ პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი.გ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ფოცხვერაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ ი.გ.-მ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, თბილისში, სხვადასხვა დროსა და ადგილზე, მოიპარა მოქალაქეების კუთვნილი 2 ველოსიპედი, 1 მოპედი და კიდევ 1 მოპედის მოპარვა სცადა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის მიერ მოპარული 2 მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.