თეა წულუკიანი: ჰააგის პროკურორმა უშუალოდ პრემიერისგან მიიღო პირობა, რომ ქართული მხარე გამოძიებასთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს

ჰააგის პროკურორმა უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა, რომ 2008 წლის ომის საქმეზე საქართველოს მთავრობა გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს – განაცხადა ვიცე პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მიუნჰენში ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ. „ქალბატონი პროკურორი და მისი გუნდი ხედავენ პროგრესს გამოძიებაში. მათ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა უწევთ იმისთვის, რომ გამოძიება ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წავიდეს. ნაყოფიერი შეხვედრა იყო. გიორგი გახარია პრემიერ- მინისტრის რანგში პირველად შეხვდა ბენსუდას. მნიშვნელოვანი იყო, რომ პროკურორს მისგან მოესმინა, რომ ქართველების ეთნიკური წმენდის და სამხედრო ტყვეების წამების ფაქტებზე მომავალშიც გააგრძელებს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობას. პროკურორი და მისი გამომძიებლები არ საუბრობენ გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე. ისინი გვეუბნებიან არის თუ არა პროგრესი. დღეს ითქვა, რომ პროგრესი არის. მათ ასევე აქვთ გამოძიება იყოს ნაყოფიერი და სწრაფი“ , – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს შეხვდა ფატუ ბენსუდას, რომელიც ჰააგის პროკურორია და უკვე რამდენიმე წელია მიჰყავს გამოძიება აგვისტოს ომის საქმეზე.