ირაკლი ღარიბაშვილი: მოვისმინეთ ბევრი კომპლიმენტი ჩვენი ჯარისკაცების მისამართით

ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი კომპლიმენტი ჩვენი ჯარისკაცების მისამართით, რომლებიც საერთაშორისო მისიებში იმყოფებიან – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მიუნჰენში ამერიკის თავდაცვის ძალების მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

“ჩვენ გვაქვს თავდაცვის სფეროში გამორჩეული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ძალიან ვაფასებთ იმ დახმარებას და წვლილის, რომელიც აშშ-ს მიუძღვის ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ასევე აღვნიშნეთ ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისაში და მოვისმინეთ ძალიან ბევრი კომპლიმენტი ჩვენი ჯარისკაცების მიმართ – განაცხადა ღარიბაშვილმა.