კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი იანვრის თვე აღმოჩნდა

მიმდინარე წლის იანვარში სხვა წლებთან შედარებით მსოფლიოში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გასულ თვეში სხვა წლებთან შედარებით უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა და ჰაერის საშუალო ტემპერატურის მიხედვით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი იანვრის თვე აღმოჩნდა. სპეციალისტების მტკიცებით, ბოლო ათწლეულებთან შედარებით იანვრის ტემპერატურა საშუალოდ 1.14 გრადუს ცელსიუსით მაღალი იყო, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი რუსეთში, კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებში იყო.