მარკ ესპერი: საქართველოსი მადლობელნი ვართ – გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მარკ ესპერი მადლობას უხდის საქართველოს – გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მის აღმატებულება გიორგი გახარიასთან განვიხილეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნაკისრი საერთო ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსი მადლობელნი ვართ – გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის,“- წერს აშშ-ს თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი სოციალურ ქსელში.