ნებისმიერი კონგრესმენის შეფასება, იქნება ეს დადებითი განცხადება, თუ კრიტიკული მოსაზრება, ეს ჩვენი მეგობრების აზრია- თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნებისმიერი კონგრესმენის შეფასება, იქნება ეს დადებითი განცხადება, თუ კრიტიკული მოსაზრება, ეს ჩვენი მეგობრების აზრია და ხელისუფლება მზად არის ყველა მთავარ საკითხზე სასაუბროდ.

„მე მქონდა სამუშაო ვიზიტი აშშ-ში, შევხვდი არაერთ კონგრესმენსაც. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის კონგრესთან და მთავრობასთან. ნებისმიერი კონგრესმენის შეფასება, იქნება ეს დადებითი განცხადება, თუ კრიტიკული მოსაზრება, ეს ჩვენი მეგობრების აზრია და ჩვენ მზად ვართ ყველა მთავარ საკითხზე პირდაპირი საუბრისთვის. ჩვენი ამოცანაა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება. როგორც ხელისუფლება, გპირდებით, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.