როგორ გამოიყურება ვიზუალურად კორონავირუსი მიკროსკოპში

ჩინეთიდან გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა COVID-19-მა უკვე 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვირუსი გასული წლის ბოლოს გამოჩნდა და მას შემდეგ, მედიაში ფართოდ შუქდება. მიკრობიოლოგები მთელ მსოფლიოში აქტიურად ცდილობენ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას და რა თქმა უნდა, მათთვის კარგად არის ცნობილი ამ ვირუსის როგორც უამრავი დეტალი, ისე ვიზუალური მხარე. თუმცა, უმეტეს ჩვენგანს ალბათ არც გვინახავს, როგორ გამოიყურება სინამდვილეში ახალი კორონავირუსი.