სოფელ შრომაში ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ძაღლმა დაკბინა, აცრაზე უარს ამბობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაფიქსირდა უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა.  მიუსაფარმა ძაღლმა ორი კაცი დაკბინა.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის მაკა ხმალაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ძაღლმა დაკბინა, აცრაზე უარს ამბობს. 

„შინაური ცხოველის მიერ დაკბენილი ერთი-ერთი კაცი ვაქცინაციაზე უარს ამბობს, შესაბამისად, ჩვენი სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის მკურნალობის საჭიროებაში დაარწმუნონ. რაც შეეხება მეორე დაკბენილ კაცს, მას უკვე უტრდება მკურნალობა“, – განაცხადა ხმალაძემ.