სტოლტენბერგი: მივესალმები ფაქტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს ნატო-ს მხარდაჭერას ბევრი სხვადასხვა გზით

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს მიუნხენში გამართა.

„შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ნატო-სთვის. ალიანსს ჰყავს მოკავშირეები: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი და პარტნიორები: უკრაინა და საქართველო. ჩვენ გავზარდეთ ყოფნა შავი ზღვის რეგიონში საჰაერო შემოწმებით, ზღვაზე და ხმელეთზე. უსაფრთხოების გამოწვევებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რადგან რუსეთმა ყირიმის ანექსია უკანონოდ მოახდინა. საქართველო ახლო პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და მათ ძალისხმევას, განახორციელონ რეფორმები და ასევე, მივესალმები ფაქტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს ნატო-ს მხარდაჭერას ბევრი სხვადასხვა გზით. ჩვენ ბევრი პარტნიორი გვყავს და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას, ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან დაწყებული, ისეთი მეზობლებით დასრულებული, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი, უკრაინა და საქართველო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, პარტნიორობა არის ერთ-ერთი გზა, რითაც ნატო მუშაობს.