ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი იქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მოწყობა დაიწყო.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან განაცხადეს, შეიქმნება ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი, სადაც ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა.