ქუთაისის აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორეა

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

როგორც ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, 2019 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 41.6%-ით გაიზარდა.

ამასთან, საბჭოს მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია ის აეროპორტები, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21.1%); მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24.2%).
დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44.6%).