19 წლის ბიჭს კორონავირუსი არ დაუდგინდა – საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა აქამდე არ დადასტურებულა და ქვეყანა კვლავ მწვანე ზონაში რჩება, სადაც ვირუსის გადადების რისკი თითქმის არ არსებობს. 19 წლის ბიჭს, რომელიც ჩინეთიდან გრიპის სიმპტომებით ჩამოვიდა და გუშინ შევიდა ინფექციურ საავადმყოფოში, ასევე არ დაუდასტურდა კორონავირუსი და ის ხვალ სახლში გაეწერება.