იმერული ღვინოები ბერლინის გამოფენაზე

ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin, რომელსაც 32 000 ვიზიტორი ჰყავს, პირველად იმერული ღვინოებია წარმოდგენილი. გამოფენაში 300 ქვეყანა მონაწილეობს.

Weinmesee Berlin-ზე წარმოდგენილია მეღვინეობა „მახარე“, „საზანოს ღვინო“, „ბაიას ღვინო“, „ზაალ ლილუშვილის მარანი“, მეღვინეობა „ფერსვი“, „თეიმურაზ ჭრელაშვილის ღვინო“ და „გაიოზ სოფრომაძის ღვინო“.

იმერელი მეღვინეების მონაწილეობა გამოფენაში DMO Imereti-ს ორგანიზებით შედგა.

DMO Imereti-ის ორგანიზებით ღვინის კომპანიები იმერეთის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებში მონაწილეობენ.