გაიმართება თუ არა მინისტერიალი თბილისში? – ხვალ გახდება ცნობილი

ხვალ გახდება ცნობილი, სად გაიმართება ევროსაბჭოს მინისტერიალი – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. დღეს სტრასბურგში ჩვენი ჟურნალისტები ცდილობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისაგან სერგეი ლავროვისგან მიეღოთ პასუხი კითხვაზე, ჩამოვა თუ არა ის თბილისში, რაზეც ლავროვმა ჩაიცინა და უპასუხა: თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო. ლავროვის ამ განცხადებას საქართველოსში ნეგატიური შეფასებები მოყვა.