ირანთან და ჩინეთთან ფრენების შეზღუდვა ყოველთვიურად 30 მილიონის ზარალია

ეკონომიკის მინისტრმა დღეს განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რამხელა შეიძლება იყოს ფრენების შეზღუდვის ნეგატიური ეფექტი. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, სახელმწიფო წავიდა არაპოპულარულ ნაბიჯზე და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ფრენები დროებით შეზღუდა.