“იუვენტუსი” გულშემატკივრებისთვის ბილეთების ფულის დაბრუნებას არ აპირებს

„იუვენტუსი“ გულშემატკივრებისთვის ბილეთების ფულის დაბრუნებას არ აპირებს, იუწყება „გაძეტა დელო სპორტი“. შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის ექვსი მატჩი, მათ შორის „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაივლის. წყაროს ინფორმაციით, „იუვენტუსმა“ გაყიდული ბილეთებიდან 3 მილიონი ევრო მიიღო და კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების გამო ამ თანხის დაკარგვა უსამართლობა იქნება. სიტუაციას ანტიმონოპოლიური სამსახური იძიებს. „ინტერმა“, თავის მხრივ, გაყიდული ბილეთებიდან მიღებული ფულის გულშემატკივრებისთვის დაბრუნების პროცედურა უკვე დაიწყო.