“იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

პირველ მარტს “იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

იტალიის სპორტის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღო. ბოლო მონაცემებით, იტალიაში საშიშ ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დავადებულთა რაოდენობამ კი 231-ს მიაღწია.