კალათბურთელთა ნაკრებს თბილისის აეროპორტში დახვედრა მოუწყვეს

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს, სერბეთის ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 94:90 მოუგო და ორი მატჩიდან ორი გამარჯვების შემდეგ E-ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს აეროპორტში დახვდნენ და ისტორიული გამარჯვება მიულოცეს – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და სპორტისგანვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ. კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთში გამარჯვებამდე სპორტის სასახლეში შვეიცარიის ნაკრები 96:88 დაამარცხა, მომდევნო ოფიციალური მატჩის გამართვა კი 27 ნოემბერს მოუწევს, როდესაც ფინეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.