მარიანა ჩოლოიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე დააკავეს , პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ მარიანა ჩოლოიანი თავს შეუძლოდ გრძნობს და იგი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანი დეკემბერში, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე დააკავეს. საქმე აღიძრა 335-ე მუხლით რაც ჩვენების იძულებით მიცემას გულისხმობს.