“ბლექ სი არენა” ოქტომბერში მუსიკალურ სეზონს “ვანრიპაბლიქ”-ის კონცერტით დახურავს

„ბლექ სი არენას“ (Black Sea Arena) მუსიკალურ სეზონს 10 ოქტომბერს ბენდი „ვანრიპაბლიქ“ (OneRepublic) დახურავს. კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 6 მარტიდან დაიწყება. „ვანრიპაბლიქ“ ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას ხუთი წლის შემდეგ, კომპოზიციით „აპოლოჯაიზ“ (Apologize) მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც „დრიმინგ აუთ ლაუდ“ (Dreaming Out Loud). 2009 წელს ბენდმა მეორე ალბომი „ვეიკინგ აპ“ (Waking Up) გამოაქვეყნა. „ვანრიპაბლიქ​მა“ 2020 წელს ახალი ალბომი „ჰიუმან“ (Human) და ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც „ბლექ სი არენას“​ კონცერტიც მოხვდა. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე „ვანრიპაბლიქ“ როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ კომპოზიციებს შეასრულებს.