ირანელი ფეხბურთელი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

23 წლის ირანელი ქალი ფეხბურთელი ილჰამ შეიხი კორონავირუსთან ათდღიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ჩინური საერთაშორისო ტელეარხი CGTN-ი აცხადებს. ილჰამ შეიხი მსოფლიოში პირველი ფეხბურთელია, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა. საერთო ჯამში, ირანში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 245 შემთხვევა. 26 ადამიანი დაიღუპა.