ირანში კორონავირუსით დღე-ღამის განმავლობაში 12 ადამიანი დაიღუპა

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 501-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსი 523 ადამიანს დაუდგინეს. ინფორმაცია ირანის ჯანდაცვის მინისტრმა, ალირეზა რაისიმ გაავრცელა.

მისი თქმით, ირანში „კოვიდ-19“-ით ბოლო დღე-ღამეში 12 ადამიანი დაიღუპა, შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი საერთო ჯამში 66-ია. ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსისგან განკურნებულია 291 პაციენტი.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ კორონავირუსით ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი მოჰამედ მირმოჰამედი დაიღპა. ინფიცირებულია ირანის მთავრობის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელიც.