აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ შტატის ჯანდაცვის სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექვსი გარდაცვლილიდან ოთხი ასაკოვანი იყო, ან თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ვაშინგტონის შტატში რამდენიმე დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული.