ამირან გამყრელიძე: ნაღდი ფული დაავადების გადამტანია

“დაავადების გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახლავთ ფულის ბანკნოტები, ამიტომ ვეცადოთ, ამ პერიოდში ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონულად იყოს. იქ, სადაც აუცილებელია ე.წ. ქეშით გადახდა, სასურველია, ფულთან კონტაქტის შემდეგ ხელები დავიმუშაოთ”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ბანკების ფილიალებში ექნებათ ხელის სადეზინფექციო სითხეები, რათა თანამშრომლებსა და კლიენტებს ფულთან კონტაქტის შემდეგ ხელების დამუშავების საშუალება ჰქონდეთ.