ამ დროისთვის ინფექციურში 20-მდე პაციენტია მოთავსებული

კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და ისინი მკურნალობას განაგრძობენ.

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 20-მდე პაციენტია მოთავსებული. ლუგარის ცენტრიდან კი 8 პაციენტის კვლევაზე ელოდებიან შედეგებს.

ბოქსირებულ პალატებში იტალიიდან და ირანიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები არიან.