ანა ნაცვლიშვილი: ბედნიერი დედების ქვეყანის ასაშენებლად საჭიროა საარჩევნო სისტემა

“ლელო საქართველოსთვის” სპკიერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა ბედნიერი ქვეყანა ააშენოს. “ჩვენ გვინდა ბედნიერი დედების ქვეყანა იყოს საქართველო და დედა მაშინ არის ბედნიერი, როცა შვილები არიან უსაფრთხოდ, არიან რეალიზებულები და წარმატებულები და ეს მიღწევადია. ასეთი ქვეყნის ასაშენებლად გვჭირდება ჩვენი სარჩევნო სისტემა, რომლის შესაქმელადაც ამდენი ადამიანი ქვეყნის შიგნით და გარეთ ხარჯავს საათებს და დღეებს. რასაც ახლა ჩვენი მაყურებელი თვალს ადევნებს და რა პროცესშიც საზოგადება იმყოფება ეს არის აბსოლუტურად ნორმიდან ამოვარდნილი ვითარება. როდესაც თვეებია დარჩენილი უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და მთავარმა აქტორებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, და საზოგადოებამ რომელიც გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი უნდა იყოს ამ პროცესში არ ვიცით რა წესით ჩატარდება არჩევნები. ეს არის აბსოლუტურად არანორმალური, არაჯანსაღი პროცესი, როდესაც მოქალაქე ვერ ერკვევა ჯერ-ჯერობით როგორ დაითვლება მისი ხმები და რა ფასი და წონა ექნება მის ხმას. ძალიან დიდი რესურსი იხარჯება მთავრობასთან ბრძოლაში და ეს დრო აკლება მოქალაქეებთან შეხვედრებს, პროგრამისა და გეგმების შემუშავებას. ამ არანორმალურ სიტუაციაში გვამყოფებს ჩვენ ხელისუფლება.“- განაცხადა “ლელოს” სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს ტვ პირველზე.