არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას მოლაპარაკება არ სურს და დესტრუქციული პროცესებისთვის ემზადებიან

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას მოლაპარაკება არ სურთ და დესტრუქციული პროცესებისთვის ემზადებიან. “თუ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ კომპრომისულ შეთავაზებას უარყოფს, იმ იმედით, რომ ამ გზით პოზიციებს გაიმყარებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ისინი რეალურად ამჯობინებენ პოლიტიკური პროცესის ჩაშლას და 2020 წლის არჩევნების დელიგიტიმიზაციას. არჩევნების გარეშე ცვლილებების განხორციელებისკენ მიმართული ქმედება კი, არადემოკრატიულია. ამით ეს პარტიები ასევე ხელს შეუწყობენ რუსეთის ინტერესებს, რადგან საქართველოში არასტაბილურობა, პირველ რიგში, სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და სწორედ ამის მიღწევას ცდილობს იგი გამუდმებით.” განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.