გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„ჩვენგან გაგზავნილ ყველა ნიმუშზე პასუხი უარყოფითია. ამ ეტაპისთვის, ჩვენს საკარანტინო სივრცეში იმყოფება 20 პაციენტი, აქედან 17 საქართველოს მოქალაქეა, 5 ირანის მოქალაქე. ყველას ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა. შეგახსენეთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე 1-ლი მარტიდან განთავსდა.