დღეს ინფექციურ საავამდყოფოში 11 პაციენტს ანალიზს აუღებენ

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში მყოფი 24 პაციენტიდან დღეს 11-ს აუღებენ ანალიზს.

„გუშინ ჩვენთან 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ახალ კორონავირუსზე და ყველასთან მიღებულია ნეგატიური ანუ უარყოფითი პასუხი. ეს პაციენტები გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში. ამჟამად ჩვენთან წევს 24 პაციენტი და ამ პაციენტებიდან 11 პაციენტს დღეს უნდა ავუღოთ ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზი. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები და ამ კვლევებით ხდება მათი კლინიკური მონაცემების შეფასება. არსებული სიტუაციით, მათი დაავადება არ პროგრესირებს, ტემპერატურა ნორმაში აქვთ“, – განაცხადა ეზუგბაია.